ჩინეთსა და აშშ-ს პრეზიდენტებს
შორის საუბარი შედგა. ჯო ბაიდენმა და სი პინძინმა უკრაინაში მიმდინარე
მოვლენების ფონზე, მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს.
საუბრის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მშვიდობა და
უსაფრთხოება არის ყველაზე ძვირფასი საგანძური და რომ ჩინეთმა და
ამერიკამ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გლობალურ უსაფრთხოებაზე.
"უკრაინაში დაპირისპირება
და ომი არც ერთი ადამიანისთვის არ არის მომგებიანი. მშვიდობა და
უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე ძვირფასი
საგანძურია. შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა არა მხოლოდ უნდა
განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ აიღონ საერთაშორისო
პასუხისმგებლობა", - განაცხადა სი პინძინმა.
უკრაინაში 24 დღეა ომია. რუსეთი
უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა უკრაინის ოლქების -
ლუგანსკისა და დეონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება.
ომიდან რამდენიმე დღეში ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს
ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. სანქცირებული არიან რუსი ოლიგარქები
და მაღალჩინოსნები, მათ შორის არიან ვლადიმერ პუტინი და სერგეი
ლავროვი.
მასალის გამოყენების პირობები