უკრაინაში რუსულმა ავიაციამ მორიგი
სარაკეტო იერიში განახორციელა.
ამჯერად, სარაკეტო თავადსხმა
განხორციელდა ნიკოლაევის სამხედრო ბაზაზე. არსებული ინფორმაციით,
დაშავებული და დაღუპულია ათობით უკრაინელი ჯარისკაცი.
რუსეთი აგრძელებს უკრაინის
ქალაქების დაბომბვას. ავიადარტყმები ხორციელდება საგანმანათლებლო და
სამედიცინო დაწესებულებებზე. იბომბება თავშესაფრები, სადაც იმყოფებიან
ქალები და ბავშვები.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს
შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა უკრაინის ოლქების - ლუგანსკისა და დეონეცკის
ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება. ომიდან რამდენიმე დღეში
ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები
დაუწესეს. სანქცირებული არიან რუსი ოლიგარქები და მაღალჩინოსნები, მათ
შორის არიან ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი.
მასალის გამოყენების პირობები