უკრაინელი რეჟისორი ვოლოდიმირ ტოპჩი, მიკოლაევის ზოოპარკის
გადასარჩენად მსოფლიოს მოუწოდებს ბილეთები ელექტრონულად შეიძინონ.
ცნობილი რეჟისორი ახლა ზოოპარკში დარჩენილ ცხოველებს უვლის. მისი
თქმით, ზოოპარკის პერსონალის უმეტესი ნაწილი ბრძოლაშია.
,,ჩვენი ზოოპარკი მეორე მსოფლიო ომის დროიდან ფუნქციონირებს,
გთხოვთ, მხარი დაგვიჭირეთ, რათა ცხოველები გადავარჩინოთ. შეიძინეთ
ელექტრონული ბილეთები", - წერს სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ
ტოპჩი.
რეჟისორი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებმა არამხოლოდ
გაანადგურეს ზოოპარკის ტერიტორია, არამედ, ისინი ცხოველების
საკვებისთვის განკუთვნილ ფულსაც იპარავენ.
მიკოლაევის ზოოპარკი ომამდე
ელექტრონული ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:
https://bit.ly/3Ilmrca
მასალის გამოყენების პირობები