უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
დმიტრო კულება ამბობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა ოკუპანტი
ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.
"პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ამ
შეხვედრისთვის. მისი პოზიცია მკაფიოა, ყველა საკითხზეა ჩამოყალიბებული
და უკრაინა მზად არის ამ საუბრისთვის", -
განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, პრეზიდენტების
შეხვედრის ადგილზე სხვადასხვა ქვეყნებს შორის ,,შეჯიბრი '' უკვე
დაიწყო.
"შემიძლია ვთქვა, რომ
ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის უფლებისთვის კონკურენცია უფრო
დიდია, ვიდრე ოლიმპიური თამაშებისთვის" - ამბობს
კულება.
მინისტრი ამბობს, რომ
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს,
მთელი რიგი საკითხებია, რომლებსაც დეტალურად განხილვა სჭირდება და
დამოუკიდებლად მათი გადაწყვეტა ვერ ხერხდება. უკრაინა-რუსეთს შორის
მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, მხარეებმა ცეცხლის
შეწყვეტის შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.
მასალის გამოყენების პირობები