ახალი ამბები
რუსების 71% სიამაყეს გამოხატავს და მხარს უჭერს უკრაინასთან ომს
FaceBook
რუსეთის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი (71%) მხარს უჭერს უკრაინასთან ომს და განიცდის ისეთ ემოციებს, როგორიცაა სიამაყე, სიხარული, პატივისცემა, ნდობა და იმედი.

ამას მოწმობს დამოუკიდებელი რუსი სოციოლოგების ჯგუფის მიერ ჩატარებული ორი გამოკითხვის მონაცემები, თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე კვირანახევრიანი ინტერვალით. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" რუსული სამსახური ავრცელებს.

გამოკითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან ჩატარდა და განსხვავებაც თვალსაჩინოა ასაკის მიხედვით.

35 წელზე ზემოთ ასაკის რუსები უფრო მეტად გამოხატავენ სიამაყეს, პატივისცემას და იმედს. 18 წლამდე ასაკის რესპონდენტები უფრო - წყენასა და იმედგაცრუებას. საშუალო ასაკის რუსები (25-დან 44 წლამდე) უფრო ხშირად აფიქსირებენ შიშს სამხედრო ოპერაციის გამო. 55 წელს გადაცილებულთა ნახევარზე მეტი მხარს უჭერს უკრაინასთან ომს.

პირველ და მეორე გამოკითხვებს შორის განსხვავება აჩვენებს "სამხედრო ოპერაციის" მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდას. ამავდროულად, იზრდება პესიმიზმი პირადი ფინანსური მდგომარეობის გამო, დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც გამოკითხვის ავტორები აღნიშნავენ, მეორე გამოკითხვის შედეგები, რომელიც ჩატარდა 12-13 მარტს, იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო კონტროლი გამკაცრდა (პუტინმა მაგალითად ნაციონალ-მოღალატეები უწოდა მოქალაქეებს, რომლებსაც დასავლეთი მოსწონთ). შესაბამისად, მათი პასუხები შესაძლოა შიშის გავლენითაა ნაკარნახევი.

გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის სამი მეოთხედი ომის შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. მათგან 87 პროცენტი მოდის სახელმწიფო ტელეარხებზე. რუსების 22 პროცენტი იყენებს რადიოს ახალი ამბების მისაღებად. Yოუთუბე-ს იყენებს გამოკითხულთა 11 პროცენტი, ტელეგრამს - 7.

სოციოლოგების აზრით, 35 წლამდე ახალგაზრდა რუსები ნაწილობრივ ან სრულიად უნდობლობას უცხადებენ უკრაინის შესახებ მოწოდებულ ახალ ამბებს, ვიდრე უფროსი თაობა. ამავდროულად, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 18-დან 24 წლამდე ასაკის რუსები უფრო მეტად გამოხატავენ გულგრილობას იმის მიმართ, რაც ხდება უკრაინაში.

კითხვაზე, თუ რა გავლენას ახდენს მათზე რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები, გამოკითხულთა მესამედმა თქვა, რომ მტკიცედ სჯერა პუტინის. ზოგადად, რუსების უმეტესობას მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ პუტინი პრეზიდენტად რაც შეიძლება დიდხანს დარჩება. ეს აზრი ყველაზე მეტად სატელევიზიო აუდიტორიაშია გავრცელებული.

"რუსები, რომლებიც ეყრდნობიან პირად კავშირებს და ციფრულ პლატფორმებს, პრეზიდენტს განსხვავებულად აღიქვამენ" - ნათქვამია დამოუკიდებელი რუსი სოციოლოგების კვლევაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ომი #რუსეთი
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.