მართვის მოწმობის რეალურ პირობებში
ჩაბარება მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო 25 აპრილიდან
გახდება, სხვა კატეგორიის გამოსაცდელებს კი პრაქტიკული გამოცდის
ქალაქში გავლა 7 ნოემბრიდან მოუწევთ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ
გომელაურის თქმით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს გამოცდის
ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების
შემუშავებას.
მინისტრმა, ასევე ისაუბრა
ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის შეცვლის გამარტივებულ მეთოდზე და
თქვა, რომ ეს ამიერიდან მობილური აპლიკაციითაც იქნება
შესაძლებელი.
"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში გამოსვლის დროს, მინისტრმა
ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დაცულობასთან დაკავშირებით და
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების
შემოსვლაზე. გომელაურმა თქვა, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია
და ყველაფერი კეთდება ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად.
მასალის გამოყენების პირობები