ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე
საკუთარ Twitter-ის გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და საქართველოს
მიმართავს.
რასა იუკნევიჩიანე წერს, რომ ფოტო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ მაღაზიაშია
გადაღებული.
"საქართველო, დარწმუნებული
ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა სტალინის ამ სუვენირებით?
ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი უკრაინაში ახლა აკეთებს, დაუმარცხებელი
სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია.
სირცხვილია", - წერს ევროპარლამენტარი.
მასალის გამოყენების პირობები