The New York Times იტყობინება, რომ
უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ 7000-ს
გადააჭარბა.
გამოცემა ამის შესახებ აშშ-ს დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.
"ამერიკული დაზვერვის
შეფასებით, 7000-ზე მეტი რუსული ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის
შეჭრის შემდეგ. ეს რიცხვი აღემატება იმ ამერიკელ ჯარისკაცებს,
რომლებიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოკლეს ერაყსა და ავღანეთში
ერთად" - წერს გამოცემა.
უკრაინაში 22 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ
ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების:
ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
აღიარება.
16 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი, კონგრესისთვის
მიმართვის დროს, ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან
თქვა, რომ საჭიროა ახალი კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან
შემდგარი გაერთიანება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ
შეჩერდეს ომი უკრაინაში.
მასალის გამოყენების პირობები