216 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი
- ასე დასრულდა რუსეთის 26 წლიანი ისტორია ევროპის
საბჭოში.
"ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ
მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიის განმავლობაში"
- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი
ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას.
გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს ყველა
წევრმა ერთხმად, დაუჭირა.
"ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეამ 25-წლიანი წევრობის შემდეგ მხარი დაუჭირა
რუსეთის გარიცხვას. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ
მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიის განმავლობაში. ჩვენს
წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია. დაასრულეთ
ომი ახლავე" - დაწერა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა,
ტინი კოქსმა თვითერზე.
გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე,
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი თავად
ტოვებდა ევროსაბჭოს.
რუსეთის მიერ ევროსაბჭოს დატოვება ნიშნავს იმას, რომ
რუსეთს შეუძლია უგულებელყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
არსებობა.
ევროსაბჭოს დატოვებამდე რუსეთმა სანქციები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტს 12 მაღლჩინოსანთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები