რუსეთში იკრძალება ყველა იმ
მუსიკოსის კონცერტი, რომლებიც ომის წინააღმდეგ
გამოვიდნენ.
რუსეთის ხელისუფლებამ კონცერტების
ორგანიზატორ კომპანიებს მომღერლების სია გადასცა, რომელთა სიმღერებიც
იკრძალება. მათ შორის არიან Океан Эльзы, ბორის გრებენშიკოვი, ვერა
ბრეჟნევა, ვალერი მელაძე, Монатик და ა.შ.
ორგანიზატორები რუსეთში ჩრდილოეთ
კორეაზე უარეს სიტუაციაზე საუბრობენ.
წარმოდგენილია იმ მუსიკოსების სრული
სია, რომელთა შემოქმედებაც რუსეთში იკრძალება.
მუსიკოსებზე, მუსიკალურ ჯგუფებსა და კონცერტების
ორგანიზატორებზე ამოქმედდა კანონი, რომელიც მათ მთელ რიგ აქტივობებს
უკრძალავს.
"მუსიკალურ კოლექტივებს ეკრძალებათ უცხო ქვეყნის სიმბოლოების
გამოყენება, მათ შორის, უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოების".
"მუსიკალურ კოლექტივებს ეკრძალებათ გამოიყენონ მათი სიმბოლოები და
მასალები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კანონით ექსტრემისტებად არიან
მიჩნეულები..."
ამასთან ერთად, მუსიკალურ ჯგუფებს ეკრძალებათ საჯაროდ გაავრცელონ
"მცდარი" ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების
შესახებ, მათ შორის, დაუშვებელია ვიდეო და ფოტოგრაფიული მასალების
გამოყენება იმ "სპეცოპერაციის" შესახებ, რომელსაც რუსეთის ჯარი
აწარმოებს უკრაინაში.
დარღვევის შემთხვევაში, პირი მიეცემა ადმინისტრაციულ ან სისხლის
სამართლის პასუხისგებაში.
მასალის გამოყენების პირობები