ახალი ამბები
უკრაინის ელჩი ისრაელს ლტოლვილების მიღებაზე უარის გამო უჩივის
FaceBook
ისრაელში უკრაინის ელჩი ისრაელის მთავრობას და შინაგან საქმეთა მინისტრს აილეთ შაკედს უზენაეს სასამართლოში უჩივის.


საჩივრის მიზეზი უკრაინელი ლტოლვილების მიღებაზე უარის თქმა და რუსეთზე სანქციების არდაწესება გახდა. უკრაინის ელჩის ევგენ კორნიჩუკის თქმით, ისრაელმა სირაქლემას პოზიცია აირჩია.

,,ყველგან ვამბობ, ისრაელმა სირაქლემას პოზიცია აირჩია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, ასევე იარაღის მიწოდებაზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ლტოლვილთა მიღებაზე უარის თქმა'', -
ამბობს ევგენ კორნიჩუკი.

ელჩი იმედოვნებს, რომ ისრაელის მოქალაქეები დემონსტრაციებით, ქუჩაში მსვლელობით და პოლიტიკოსებზე ზეწოლით აიძულებს მთავრობას შეცვალოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით.

უკრაინაში ცხრამეტი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

19 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილი სამოქალაქო პირების შესახებ. გაეროს ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე, ოფიციალური უკრაინის ცნობით კი გარდაცვლილა რიცხვი გაცილებით მეტია.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.