საქართველოს პრეზიდენტი სალომე
ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას
ითხოვს.
პრეზიდენტმა ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში
სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ
მძიმე და საყურადღებო ვითარებაში, არც ერთხელ არ შეკრებილა
უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული
სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ
გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები. მოვუწოდებ მთავრობას, რომ
ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს
გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა
სენსიტიური საკითხი. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ
ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის
ენის გამოყენებაზე", - განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში
წლიური მოხსენებით წარსდგა. იგი საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის
ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად
მივიდა.
საპარლამენტო ტრიბუნიდან იგი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის
საკითხს შეეხო და თქვა, რომ ის არ დაუშვებს უკრაინელ და ქართველ ხალხს
შორის უთანხმოებას, რის შემდეგაც, მან უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ
ზელენსკის სთხოვა დააბრუნოს ელჩი საქართველოში.
მასალის გამოყენების პირობები