უკრაინა, ომის დაწყებიდან დღემდე 2,
7 მილიონმა ადამიანმა დატოვა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის
დმიტრო კულებას ინფორმაციით, მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პოლონეთში
გადავიდა.
,,რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან
თავის დასაღწევად, უკვე 2,7 მილიონმა ქალმა, ბავშვმა და ხანდაზმულმა
დატოვა უკრაინა'',- ამბობს კულება.
უკრაინიდან პოლონეთში წავიდა 1,5
მილიონზე მეტი პირი.
უნგრეთში - 200 000-ზე
მეტი.
სლოვაკეთში-150 000
მოლდოვაში- 100 000
რუმინეთში-100 000
უკრაინაში ცხრამეტი დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ
პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის
ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
აღიარება.
19 დღიანი ბრძოლის შედეგად,
უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და
განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო
ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს
საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი
მოქალაქეები ეწირებიან. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილი
სამოქალაქო პირების შესახებ. გაეროს ინფორმაციით, სამხედრო
მოქმედებების შედეგად დაღუპულია უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე,
ოფიციალური უკრაინის ცნობით კი გარდაცვლილა რიცხვი გაცილებით
მეტია.
უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას
წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის
გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს
საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები