ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის
ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო ავრცელებს.
მინისტრის თქმით, გაგრილების
სისტემა კვლავ საშტატო რეჟიმში იმუშავებს სარეზერვო კვების
წყაროდან.
"ომის აგრესიის პირობებში,
ბირთვული უსაფრთხოების გმირობით უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ,
კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას,
გაეროს, ეუთოს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, დაგვეხმარეთ
ბირთვული ობიექტების დაცვაში. ახალა უკიდურესად მნიშვნელოვანია მტრის
იძულება, დატოვოს ატომური ელექტროსადგური და დაწესდეს 30-კილომეტრიანი
დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ენერგეტიკის ობიექტების
გარშემო",- განაცხადა გარუშენკომ
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში
სარემონტო სამუშაოები 12 მარტს დაიწყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, დმიტრო კულებამ 9 მარტს განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ
ელექტროსადგურზე, რუსეთის საჰაერო იერიშების გამო დაზიანებული იყო
ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც რადიაციის გაჟონვის საშიშროება
არსებობდა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ,
ოკუპანტებმა დაიკავეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, ასვე 4
მარტს იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე, რომელიც ყველაზე
დიდია ევროპაში.
მასალის გამოყენების პირობები