ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ ოკუპანტების 13 000-მდე სამხედრო გაანადგურა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის  ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, ომის 18 დღის განმავლობაში 13 ათასამდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს
და ეს არის რუსეთის უდიდესი დანაკარგი, ვიდრე მას ჰქონდა ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში.

„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, ფართომასშტაბიანი აგრესიის მეთვრამეტე დღეა. ამ 18 დღის განმავლობაში თითქმის 13 000 ათასამდე ოკუპანტია მოკლული. ეს უკვე მეტია ვიდრე ჩეჩნეთის ომი დროს. რუსეთმა დაკარგა ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 74 თვითმფრინავი, 86 შვეულმფრენი. ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვას“ , - განაცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე განცხადებით, დღევანდელი დღის მთავარი ამოცანაა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მარიუპოლისთვის, საითაც კოლონა უკვე მიემართება.

„ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების კოლონა მარიუპოლიდან ორი საათის სავალზეა, სულ რაღაც 80 კილომეტრის დაშორებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგობა გადავლახოთ, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებსაც ბლოკავენ, რომლებიც ჰუმანიტრულ ტვირთს მოყვებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტვირთი 100 ტონას შეადგენს, რაც მისი მოქალაქეების ძირითად მოთხოვნილებას წარმოადგენს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.