რუსმა დამპყრობლებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს მშვიდობის
შენარჩუნებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე ლვოვის რეგიონში.
ამის შესახებ ინფორმაციას
Ukrinform-ი ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, გაშვებულია რვა რაკეტა. მსხვერპლის შესახებ
ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება“, - იუწყება
Ukrinform-ი.
უკრაინაში მეთვარმეტე დღეა ომია.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო
თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და
დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ფოტო ukrinform
მასალის გამოყენების პირობები