საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება
აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების
დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა,
რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება,
რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს“,- ნათქვამია
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები