პანდემიის დაღმავალი ტენდენციის
პარალელურად, მუშაობის ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა ქუთაისის საერთაშორისო
აეროპორტი.
თითქმის სრულად აღდგა მგზავრთა ნაკადი და რეისების რაოდენობა.
აეროპორტების გაერთიანების
ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში, დავით აღმაშენებლის
საერთაშორისო აეროპორტით 35 549 მგზავრმა ისარგებლა.
თებერვლის თვის მონაცემებით, 2019
წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 75%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა
108%-ით აღდგა.
,,2019 წლის თებერვალში
აეროპორტი 47 573 მგზავრს მოემსახურა. დადებითი დინამიკაა
ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. მიმდინარე წლის
თებერვალში რეისების 108% აღდგა და ჯამში ქუთაისიდან 170 რეისი
შესრულდა'', - აღნიშნულია განცხადებაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5
ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.
მასალის გამოყენების პირობები