ახალი ამბები
უკრაინაში მაროდიორობისა და ღალატისთვის კანონი მკაცრდება
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ  ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება.
საუბარია საომარ ვითარებაზე.

უკრაინის რადას ინფორმაციით,
საომარი მდგომარეობის დროს ღალატისა და საბოტაჟისთვის პირი დაისჯება 15 წლიანი თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით და ქონების კონფისკაციით.

კანონი, ასევე დაარეგულირებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის იარაღის გადაცემისა და დაბრუნების პროცედურას. ცვლილების მიხედვით, ოკუპანტების წინააღმდეგ მოსახლეობამ შეიძლება გამოიყენოს სპორტული იარაღი, სანადირო თოფი ან კომბინირებული იარაღი.

კანონი გამკაცრდა მაროდიორობისთვისაც: ბრძოლის ველზე სხვისი ქონების მითვისება, ძარცვა ან გაფლანგვა დაისჯება 5-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.



უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის პრეზიდენტი ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას და პუტინის შეჩერებას ითხოვს. უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რის შედეგადაც, რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები. რუსეთს აღარ აქვს წვდომა საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT - ზე, თითქმის 50%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მთავარ არტერიაზე დარტყმის შესახებ გამოაცხადა და ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

პარალელურ რეჟიმში, უკრაინას სამხედრო შეიარაღებას აწვდიან აშშ და ევროპის სახელმწიფოები, თუმცა, ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას რუსული იერიშებისგან.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.