უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა.
მიმართვისას მან უკრაინაში მიმდინარე ომის დღეები ქრონოლოგიურად
გაიხსენა და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გმირულად იგერიებს მტრის
თავდასხმებს უკრაინის ჯარი და უკრაინელი ხალხი.
ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ქვეყანა
ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს არმიას ებრძვის და ამის მიუხედავად,
ისინი არ დანებდებიან, არ დამარცხდებიან და უარს არ იტყვიან საკუთარი
მიწის დაცვაზე.
"13 დღეა ამ ტანჯვაში ვართ.
პირველ ღამეს, 4 საათზე განხორციელდა იერიში ჩვენ სახელმწიფოში,
ყველას გაეღვიძა, ბავშვებს, მთელი უკრაინა ფეხზე დადგა და მას შემდეგ
არ გვიძინია. ჩვენ ვიბრძვით მას შემდეგ. მივმართავ გაერთიანებულ
სამეფოს: ჩვენ არ გვსურს ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოს ერთ-ერთ
უმსხვილეს არმიას, ყოფნა არყოფნა - სწორედ შექსპირისეული შეკითხვის
წინაშე ვართ. ამ 13 დღის განმავლობაში შესაძლებელი იყო ამ კითხვაზე
პასუხის გაცემა და ახლა გეტყვით მკაფიო პასუხს - დიახ,
ყოფნა. ჩვენ არ დავნებდებით, ჩვენ არ
წავაგებთ, ჩვენ არ დავმარცხდებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე. იქნება ეს
ზღვაში, ჰაერში, ხმელეთზე. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი
ტერიტორიებისთვის რადაც უნდა დაგვიჯდეს. ვიბრძოლებთ ტყეებში,
მინდვრებში, ზღვის სანაპიროებზე, ქუჩებში", - განაცხადა
ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვის ბოლოს, კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას
უზრუნველყონ უკრაინის ცის დაცვა რუსეთის საჰაერო
იერიშებისგან.
მასალის გამოყენების პირობები