ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის
მოადგილედ დაინიშნა.
ტიკარაძე უნივერსიტეტში სამედიცინო
მიმართულებას ჩაიბარებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, იგი ადრონული
თერაპიის ცენტრის კლინიკურ ნაწილს უხელმძღვანელებს, ასევე, ჩაიბარებს
მედიცინის სკოლის პროექტებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
2019 წელს, ბიძინა ივანიშვილის ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენდა.
უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2020 წელს
მიიღო.
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის
მინისტრი 2019-2021 წლებში იყო. მან თანამდებობიდან გადადგომის
შესახებ განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები