ქუთაისი ერთ-ერთია იმ ქალაქებს
შორის, რომელიც ომში მყოფი უკრაინელების დახმარებას არ
წყვეტს.
სოლიდარობის აქციების პარალელურად, რომელიც ქალაქში ყოველდღიურად
იმართება, აქტიურად გროვდება თანხა და ჰუმანიტარული დახმარება.
მეგობარი ქვეყნის მიმართ თანადგომას გამოხატავენ სამოქალაქო
აქტივისტები, რომლებიც აორგანიზებენ აქციებს და უზრუნველყოფენ
ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. უკრაინელების დახმარებაში საკუთარი
წვლილი შეაქვთ საგანმანათლებლო, სამედიცინო, კვებისა და სხვა
დაწესებულებებს. გვიან, მაგრამ კამპანიას შეუერთდა ქუთაისის მერიაც.
ქუთაისში მცხოვრებლებს უკრაინელების დახმარება შეუძლიათ თანხით,
ტანსაცმლით, საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, პირველადი
დახმარების ნივთებითა და სისხლით.
ქუთაისში უკრაინისთვის ჰუმანიტარულ
ტვირთი გროვდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თამარ
მეფის #56), ტურიზმის ცენტრში (რუსთაველის ხიდთან), ფონდ "სოხუმში"
(მგალობლიშვილის 6 ), ნივთებს აგროვებენ ცალკეული ორგანიზაციები და
სკოლები თავისივე შენობებში.
პრიორიტეტული ნივთებია: ჩვილის
საჭმელი 6 თვემდე, ხილფაფები, საფენები, ანტიბაქტერიული და სველი
ხელსახოცი, საპონი, ფერადი ფანქრები ბავშვებისთვის, დასაკეცი საწოლი,
სითბოს დამზოგავი საბნები, საძილე ტომრები, საბნები, ბალიშები,
თეთრეული, პირსახოცები, ტანის სარეცხი საშუალებები, კბილის პასტები,
ჯაგრისები, მრავალჯერადი და ერთჯერადი ნიღბები, სავარცხლები,
მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის ნაკრები, ბატარეები, სანთლები,
ფანრები, თხილი, დაკონსერვებული საკვები, ვერმიშელი, ხსნადი
მარცვლეული.
ფინანსური დახმარება
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში,
ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა წამოიწყეს კამპანია ,,we stand for
u'', რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის სპეციალური ფონდი შექმნა, სადაც
მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ.
TBC GE04TB7804836515100029 აკაკი
საღინაძე, BOG GE33BG0000000530447432 ნოდარ მელაძე
თანხას აგროვებს ქუთაისის მერიაც. ფონდის ანგარიშის
ნომერია:
საქართველოს ბანკი :
GE04BG0000000533490747
თიბისი ბანკი:
GE52TB7508736080100010
უანგარო დონაცია
კამპანია ,,we stand for u''
უკრაინისთვის სისხლსაც აგროვებს. სისხლის უანგარო დონაციისთვის უნდა
დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე: https://bit.ly/3HIxPys. რეგისტრაციის შემდეგ
დაგიკავშირდებათ სისხლის ბანკის წარმომადგენელი და მოგაწვდით
ინფორმაციას სად შეძლებთ დონაციას. უკრაინელებისთვის სისხლი გაიღო
კლინიკამ "ლჯ და კომპანია", რომელიც უკრაინელ პაციენტებს უფასო
მომსახურებასაც სთავაზობს. უფასოდ უმკურნალებს უკრაინელ პაციენტებს
კლინიკა "ბომონდიც".
ომში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს
თანადგომას უცხადებენ ქუთაისში მოქმედი კვების დაწესებულებებიც.
რამდენიმე დღეა კაფეები: "დები", "ლილესთან", ჩაის სახლი ,,ფოე-ფოე''
და ყავის სახლი "Coffee friends since 2019" უკრაინელებს უფასო
მომსახურებას სთავაზობენ.
უკრაინაში მეცამეტე დღეა ომი
გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების
მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან,
ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო
ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით
მიმდინარეობს.
ცივილიზებული სამყაროსგან
დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც
ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის
აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან
უკრაინის ქალაქები.
7 მარტს რუსეთ-უკრაინის
მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის
შესახებ შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები