ქუთაისში უკრაინელ ქალებსა და
ბავშვებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციაზე შეკრებილებმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო პროტესტი
და ომში მყოფი უკრაინელების მიმართ მხარდაჭერა დუმილით გამოხატეს.
მათი თქმით, საქართველოს საკუთარ თავზე არაერთხელ აქვს გამოცდილი
რუსული აგრესია და ქართველმა ხალხმა ყველაზე უკეთ იცის ის, თუ რას
განიცდიან ახლა უკრაინელები.
აქციაზე მოქალაქეები უკრაინის
დროშებით, ყვავილებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ.
"ჩვენ ვიცით რას ნიშნავს
ომი, ვიცით რას ნიშნავს მშობლიურ მიწაზე რუსული ოკუპაცია და გვერდით
დგომა ამ დროს ყველაზე დიდი ძალაა. მშვიდობა უკრაინას" -
ამბობს ქალთა ფონდის ,,სოხუმი" წარმომადგენელი ეკატერინე
გამახარია.
ქალთა ფონდი ,,სოხუმი", აქციის
პარალელურად, უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ ტვირთსაც
აგროვებს.
მასალის გამოყენების პირობები