ზესტაფონში, შენობის დემონტაჟის
დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით,
გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცია.
,,დემონტაჟი მიმდინარეობდა,
სამწუხაროდ, ერთი გარდაიცვალა. დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე
სტაბილურია", - ამბობს ზესტაფონის მერიის პრესსამსახურის
წარმომადგენელი ლელა გორგაძე.
შენობა, რომლის დემონტაჟიც
მიმდინარეობდა, კერძო საკუთრებაა.
მასალის გამოყენების პირობები