მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო და
აღნიშნა, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.
"იანვარი ძალიან ძლიერად დავიწყეთ. უკვე ზრდა გვაქვს 18 %. ექსპორტი
გაზრდილია 47%-ით. ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. მნიშვნელოვანია ეს
ტემპი არ შენელდეს. პირიქით, უნდა გავზარდოთ", -აღნიშნა
ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მის სიტყვაში მოკლედ შეეხო იმ პროექტებს, რამაც,
მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა შეინარჩუნოს.
"უნდა დავიწყოთ დასაქმების პროგრამა, ასევე მნიშვნელოვანია
ეკონომიკის ზრდის დამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება,
რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. გამოწვევები დიდია უნდა გადავეწყოთ ისე,
რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა არ შენელდეს. საჭიროა ბიზნესთან მეტი
კომუნიკაცია, რაშიც ჩართული ვიქნები მეც", - აღნიშნა
ღარიბაშილმა.
მან საუბრის ნაწილი თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის გახსნას დაუთმო და
თქვა, რომ საქართველოში წამლების გაიაფების პროცესი დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები