7 მარტს, ომში მყოფი უკრაინისა და
აგრესორი რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან
შეხვდებიან.
ამ დროისთვის უცნობია სად შედგება დიალოგის მორიგი რაუნდი.
შეხვედრამდე განცხადება გააკეთა მოლაპარაკებაში უკრაინის პრეზიდენტ
ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენელმა დავით არახამიამ და თქვა, რომ
არის საკითხები, რაზეც კომპრომისი არ იქნება და ეს უკრაინის
ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.
"პუნქტები, რაზეც
მოლაპარაკება შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. დონეცკისა და
ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება, რასაც რუსეთი მოითხოვს. აქ
პოლიტიკოსებში არაა საქმე, ამას უკრაინელი ხალხი არასდროს
დაუშვებს.მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი, გარდა ამ ტერიტორიების
აღიარებისა", - განაცხადა დავით არახამიამ.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების
შემდეგ, ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდია. მეორე
შეხვედრაზე დელეგაციები ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ, რასაც ცეცხლის დროებით შეწყვეტა
უნდა მოჰყოლოდა მარიუპოლსა და ვოლნოვახში, თუმცა, უკრაინულმა მხარემ
განაცხადა, რომ რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და აღნიშნული ქალაქები
დაბომბა.
მასალის გამოყენების პირობები