ახალი ამბები
გამოღვიძება - 6 მარტს ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება
FaceBook
6 მარტს,  18:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

აქციას ორგანიზებას სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი უწევს, რომლებმაც კამპანია We Stand For U წამოიწყეს. აქციაზე, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის პარალელურად, გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები, თუმცა, არა პოლიტიკური.

აქტივისტები მოითხოვენ:


1. საქართველოს ხელისუფლებამ დახუროს ცა რუსული საჰაერო ტრანსპორტისთვის, რაც შეზღუდავს რუსული თვითმფრინავების გადაადგილებას სხვა ქვეყნებში.

2. კომპანია "მაგთიკომმა" და "სილქნეტმა" შეზღუდონ რუსული პროპაგანდისტული არხების ტრანსლირება.


3. "თავისუფლების ქარტიის" საბჭომ ჩამოხსნას ქუთაისის სკვერში, რუსეთის რევოლუციონერის ვასილ კიკვიძის ძეგლი.

4. ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააუქმოს ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯები და დაზოგილი თანხით დაეხმაროს უკრაინელ მოქალაქეებს.

„ვიკრიბებით, რათა ერთობლივად მოვახერხოთ იმ საერთო წუხილებისა და ტკივილების გაანალიზება, რაც რუსეთის მიერ უკრაინელი ძმებისა და დების მიმართ სამხედრო აგრესიას მოჰყვა... აქციის დღის წესრიგის გათვალისწინებით, გაჟღერდება სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ამავდროულად, მოხდება სიტყვით გამომსვლელთა მიერ არა მოთხოვნების გაჟღერება, არამედ ისინი შეეცდებიან საკუთარი პოზიციების გამოხატვას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაშვებული თითოეული გამოსწორებადი თუ გამოუსწორებელი შეცდომის შესახებ,"- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ფარგლებში შეგროვდება ჰუმანიტარული დახმარება. ორგანიზატორები იმ პროდუქტების სიასაც აქვეყნებენ, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ უკრაინელებს. 

შეგროვებულ დახმარებას ორგანიზატორები  უკრაინის საელჩოს მიაწოდებენ. 


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკრაინა ათი დღეა წინააღმდეგობას უწევს აგრესორს.

ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი არაერთი აქცია გაიმართა.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.