რუსეთ-უკრაინაში ომის პირობებში, უკრაინა 1 200 000
--ზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.
გაეროს
ბოლო მონაცემებით, 1 209 976 ლტოლვილიდან ნახევარზე მეტი
პოლონეთში გადავიდა, სხვები კი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის,
უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში.
მილიონზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა
პირველივე კვირაში დატოვა, ბევრი იძულებით გადაადგილებული ოჯახი კი,
გაეროს ინფორმაციით, "მოძრაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის
გარეთ".
უკრაინაში მეათე დღეა ომი
გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების
მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან,
ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო
ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით
მიმდინარეობს.
ცივილიზებული სამყაროს დახმარებას
ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის
ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის
შესაჩერებლად. მან 4 მარტს მკაცრად გააკრიტიკა ნატოს წევრი ქვეყნები
იმის გამო, რომ მათ არ მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო
სივრცის დაცვის შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას თქვა, რომ
ევროპის ქვეყნების არგუმენტი იმის შესახებ, რომ ნატოს მიერ უკრაინის
ცის საჰაერო იერიშებისგან დაცვა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას
ნიშნავს, მათ მიერვე შექმნილი მითია.
მასალის გამოყენების პირობები