ახალი ამბები
რა გაგვაქვს რუსეთში და რა შემოგვაქვს? - TI-ს კვლევა
FaceBook
რა გაგვაქვს რუსეთში და რა შემოგვაქვს? რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შეისწავლა.


ორგანიზაციის მიერ გაანალიზებულ იქნა 2021 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემები საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, ასევე, საქართველოში მომუშავე რუსული კომპანიებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ.

ვაჭრობა

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და 610 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის მაჩვენებელზეც მეტია. რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ აშშ დოლარით. რუსეთს, საქართველოს ექსპორტში, ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილი უჭირავს; რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ისევ ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა. რუსულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 55% ეკავა; 2021 წელს რეკორდულად მაღალი იყო რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაც, რომელმაც 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა და პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 51 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა; იმპორტის მხრივ საქართველო ყველაზე მეტად რუსულ ხორბალზე და ხორბლის ფქვილზე იყო დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი 220 აშშ დოლარიდან 260 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რუსულ პროდუქციას საქართველოს ხორბლის ჯამურ იმპორტში 94% ეკავა. გასულ წელს 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა რუსული ხორბალი შემოვიტანეთ; ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილმა საქართველოს ბუნებრივი აირის მთლიან იმპორტში 23.1% შეადგინა, როცა ეს მაჩვენებელი 2018 წელს 2.8% იყო. 2021 წელს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოს 77 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.

ვიზიტორები და ფულადი გზავნილები

2021 წლის ზაფხულიდან, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ ზრდა დაიწყო, მაგრამ პანდემიის გამო 2019 წლის მაჩვენებელს 86%-ით ჩამორჩებოდა. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების 11.3%-ია;

რუსეთიდან ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში მცირდება, თუმცა, იგი საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მიერ უცხოეთიდან მიღებული ჯამური ფულადი გზავნილების 17.5% იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო.

რუსული კომპანიები საქართველოში

საქართველოში მსხვილი რუსული კომპანიები, ძირითადად, საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობენ. საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები აფუძნებენ. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიების ნახევარზე მეტი ქართული გვარის მქონე პირების მიერ არის რეგისტრირებული, რომლებსაც ამჟამად მხოლოდ რუსეთის ან საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

დღეისათვის საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები და მოქალაქეები არიან.

2013 წლიდან რუსული კომპანიების და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაფუძნების ტემპი კიდევ უფრო იზრდება, რაც, სავარაუდოდ, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენითა და რუსეთიდან ტურიზმის ზრდით არის გამოწვეული. 2013-2017 წლებში საქართველოში წელიწადში საშუალოდ 537 რუსული კომპანია რეგისტრირდებოდა. რეკორდულად მაღალი იყო რეგისტრაციების რაოდენობა 2018 წელს, როდესაც 1 201 რუსული კომპანია დაფუძნდა. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსული კომპანიების რეგისტრაციამ 10%-ით იკლო, 2020 წელს კი პანდემიის გამო 611-მდე შემცირდა. 2013-2020 წლებში საქართველოში რუსეთის კომპანიებმა და მოქალაქეებმა სულ 5 600-მდე კომპანია დაარეგისტრირეს.


უკრაინაში მერვე დღეა ომია. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთი აკრძალულ იარაღს იყენებს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს.

რუსული ჯარი ცდილობს კიევისა და სხვა ქალაქების აღებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.