ახალი ამბები
რა ხდება უკრაინაში - ომის მერვე დღე
FaceBook
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მერვე დღეს, ბრძოლები გრძელდება როგორც დედაქალაქ კიევთან, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებშიც.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"საოკუპაციო ძალებმა, ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა თითქმის ვერც ერთ რაიონში, სადაც ისინი მიიწევდნენ. ამის შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს და დიდი ქალაქების საცხოვრებელი უბნების დაბომბვა დაიწყეს. დღეს, 3 მარტს, კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები განიცდიან მტრის სარაკეტო დარტყმებს. ოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთამდე'',
- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთის ფლოტის ნაწილმა დაკარგა საბძოლო შესაძლებლობები და გადაჯგუფდა, ისინი შეტევას ბლოვარისა და კიევის მიმართულებით ცდილობენ. ოკუპანტები ასევე უტევენ სლობოჟანსკსა და ზოლოჩივის, ხარკოვისა და ბალაკლეიას რაიონებს.

,,მტერმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – მარიუპოლის აღებას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას. შავი ზღვის წყლებში ოდესის მიმართულებით მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო რაზმის მოძრაობა, რომელიც შედგება ოთხი დიდი სადესანტო გემისგან, რომელსაც თან ახლავს სამი სარაკეტო ნავი."

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 2 მარტს, სუ-24-მა და სუ-25-მა საბრძოლო თვითმფრინავების ეკიპაჟებმა საჰაერო დახმარება გაუწიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების დანაყოფებს, გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კოლონები კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში.


უკრაინაში მერვე დღეა ომი მიმდინარეობს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, რუსული ჯარი კი ცდილობს კიევის აღებას.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა #ომი
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.