ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის
წარმომადგენელმა, ფილიპო გრანდიმ
სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"
ომის დაწყებიდან 7 დღე გავიდა - უკრაინა უკვე მილიონმა
ლტოლვილმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებში წავიდა. იმ მილიონობით
ადამიანისთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ქვეყანაშია, დროა, რომ ცეცხლი
შეწყდეს და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ". - წერს გაეროს
წარმომადგენელი ტვიტერის გვერდზე.
უკრაინაში მერვე დღეა ომი მიმდინარეობს. რუსული ავიაცია ყოველდღიურად
ბომბავს ქვეყნის დიდ ქალაქებს, რუსული ჯარი კი ცდილობს კიევის
აღებას.
მასალის გამოყენების პირობები