სანქცირებული „ვითიბი ბანკ ჯორჯიას" მომხმარებლებს
მომსახურებას „ბაზისბანკის" გაუწევს.
"ვითიბი ბანკმა" მომხმარებელთა ანგარიშები, დეპოზიტები და საკრედიტო
პორტფელი "ბაზისბანკს" უკვე გადასცა.
მოქალაქეებს ცვლილების შესახებ შეტყობინებები უკვე
გაეგზავნათ
.
„გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკის სტრატეგიულ
მიმართულებას საცალო ბიზნესის ზრდა და მომსახურების ქსელის გაფართოება
წარმოადგენს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიბაროთ ვითიბი ბანკის
საცალო ბიზნესი, რომელიც მოიცავს, საცალო ფილიალებს, დეპოზიტებს,
მიმდინარე და საბარათე ანგარიშებსა და საცალო საკრედიტო პორტფელის
მომსახურებას“ – ამბობს „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი
დავით ცაავა.
"ბაზისბანკის" აქციების 92%-ს ჩინური "ჰუალინგ
ჯგუფი" ფლობს.
უკრაინასთან ომის დაწყების გამო, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა,
ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა, რუსეთს ეკონომიკური სანქციების
პაკეტი დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდა VTB ბანკის ქართული
ფილიალიც, რომლის ქონება და აქტივებიც გაიყინება.
მასალის გამოყენების პირობები