თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო
ახალაიამ სასჯელი მოიხადა.
მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. ყოფილ
პატიმარს საპატიმროსთან ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.
ბაჩო ახალია თანამდებობრივი
უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2012 წელს დააკავეს. მას 9
წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და საპატიმრო გასული წლის 6
ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მსჯავრდებულისთვის სასჯელის ათვლა
განაჩენის გამოტანის დღიდან დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები