აუზის მოსაწყობად 4 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ქუთაისის მერია მომავლი წლისთვის საცურაო აუზის მოწყობას გგემავს.
ადგილობრივ თვითმმართველობას აუზის მოსაწყობად 4 მლნ ლარი აქვს
გათვალისწინებული.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არ იციან, სად
მოაწყობენ საცურაო აუზს.
"ერთი კარგი ადგილი გვქონდა შერჩეული. თუმცა, ის სხვა კომპანიამ
მოიწონა და შესაბამისად მას დავუთმობთ. საცარაო აუზისთვის სხვა ადგილს
შევარჩევთ", - განმარტა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ.
ქალაქის მერია 2016 წელს 132 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს
განხორციელებას გეგმავს, რომლის ჯამური ღირებულება 32 მილონ 538
459.87 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები