ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობის
ნიშნად, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეგროვდება
მედიკამენტები, მშრალი საკვები, ტანსაცმელი და სხვა პირველადი
საჭიროების ნივთები.
"მხარი დავუჭიროთ მოძმე, უკრაინელ ხალხს! გელოდებით ყველას
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტის
ადმინისტრაციულ კორპუსში'', - ამბობენ სასწავლებლის
ადმინისტრაციაში.
საქველმოქმედო აქცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსში მიმდინარეობს
(აუდიტორია - 1115) 0431 24 00 36 / 595 09 78 04.
უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან
(ყირიმი).
მასალის გამოყენების პირობები