უკრაინის მხარდაჭერი აქცია ქუთაისში დღესაც გაიმართა. ქალაქის
ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა მეგობარ უკრაინას
სოლოდარობა გამოუცდა და მსვლელობა გამართა "დიდება უკრაინას"
შეძახილებით.
აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ მთავრობას მერიის ადმინისტრციულ
შენობაზე დროშის გადაფენა მოსთხოვეს.
"ჩვენ რომ ეს გავაკეთოთ ამის კომპეტენცია არ გვაქვს. თუკი მერიას ამის
ფული არ აქვს დროშას ჩვენ მივცემთ," - განაცხადა აქციის ერთერთმა
ორგანიზატორმა ზაალ კუხიანიძემ.
ეს ერთადერთი მოთხოვნა არ იყო, რომელიც აქციის მონაწილეებმა
ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოითხოვეს. სამოქალაქო აქტივისტმა
აკაკი საღინაძემ განაცხადა, რომ მერიამ ახლა მაინც უნდა უზრუნველყოს
კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაკავშირებული კიკვიძის ძეგლის აღება.
სამოქალაქო აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც უკრაინას სოლიდარობას
უცხადებენ გვიან ღამემდე დარჩენენ ქალაქის ცენტრში და ომში დაღუპულებს
სანთლებიც აუნთეს.
უკრაინა მეოთხე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან
(ყირიმი).
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები