ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ
სურს უკრიანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
ევროკომისიის წვერმა ამის შესახებ ევრონიუსთა
ნ
საუბარში განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს პროცესი უკრაინასთან, მაგალითად, როგორიც არის
უკრაინის ბაზრის ინტეგრირება ევროკავშირის ერთიან ბაზართან. აგრეთვე,
მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ენერგეტიკული ქსელის მიმართულებითაც.
ბევრი საკითხია, სადაც ერთად აქტიურად ვმუშაობთ და დროთა განმავლობაში
უკრაინა ჩვენი ნაწილი ხდება. ეს ქვეყანა ერთ-ერთი ჩვენთაგანია და
გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს", - აცხადებს
ურსულა ფონ დელ ლეიენი.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები