უკრაინის მხარდაჭერი აქცია ქუთაისში დღესაც გაიმართება.
"დღეს სრულიად საქართველოში ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში
რათა გარე და შიდა მტერს დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ ლაჩარი ერი არ ვართ", -
აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია 18 :00 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ
გაიმართება.
ძლიერი თავდასხმების მიუხედავად, კიევში კონტროლს კვლავ უკრაინის
სამხედრო ძალები ინარჩუნებენ.
27 თებერვლის ღამით, რუსების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი
აფეთქდა კიევის საიხლოვეს, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო
საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული. ვასილკოვოში აფეთქების გამო
უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობა ძლიერი ქიმიური დაბინძურების
შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, არც აფეთქების ადგილის სიახლოვეს და
არც კიევში, რომელიც აქედან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული,
არ გააღონ ფანჯრები.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული
ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი),
აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ
შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და
დენაციფიკაციაა.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და
უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები,
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
მასალის გამოყენების პირობები