ქუთაისში, მეგობარ უკრაინას,
რომელიც მესამე დღეა რუსეთის სრულმასშტაბიან შეტევას იგერიებს,
მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ.
მორიგი აქცია ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე გაიმართება. აქციის
ორგანიზატორები მოქალაქეებს აქციაზე მისვლისა და მხარდაჭერის
გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
ქუთაისში, უკრაინის მიმართ
სოლიდარობისა და რუსული აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნით რამდენიმე აქცია
გაიმართა.
მესამე დღეა უკრაინაში საომარი
ოპერაციები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები