საქართველოს მუნიციპალიტეტებში,
უკრაინის მხარდამჭერი სოლიდარობის აქციები დაიწყო.
ერთ-ერთ პირველი ქალაქი, სადაც უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს,
ხარაგაულია. ადგილობრივები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და მეზობელი
ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
"ყველა ქვეყანას აქვს
უფლება ჰქონდეს თავისი არჩევანი. სოლიდარობა უკრაინას", -
ამბობენ ადგილობრივები.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს
ქუთაისშიც დაიგეგმა.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას
უკრაინაში შეიჭრა. რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში ორი
დასახლებული პუნქტი დაიკავეს. მასობრივი თავდასხმა დაიწყო
კიევზე.
მასალის გამოყენების პირობები