ახალი ამბები
კოვიდშეზღუდვები, რომლებიც მარტიდან შემსუბუქდება
FaceBook
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდება,
ამის შესახებ  საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ გააჟღერა.

კერძოდ:

1-ელი მარტიდან, 67 ქვეყნისთვის, რომელთა მოქალაქეებისთვისაც საქართველოში შემოსვლაზე შეზღუდვები იყო დაწესებული, აკრძალვა უქმდება და ისინი შემოსვლას იმ შემთხვევაშიც შეძლებენ, თუ ექნებათ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით - ერთი არის ვაქცინაცია და მეორე - PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი;

საქართველოს მოქალაქეებიც შემოდიან სამშობლოში ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე, ხოლო თუ არც ერთი აქვს და არც მეორე, მათ ჰქონდათ არჩევანი 8-დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია მცირდება 5-დღემდე, ხოლო მესამე დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება ეხსნება.

ასევე, უქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც ზემოთაღნიშნული 67 ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ესენია სტუდენტური აპლიკაცია და „იმუშავე საქართველოდან“.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, დახურულ სივრცეებში 6-ის ნაცვლად მაგიდასთან შესაძლებელია დასხდეს 10 სტუმარი, ღია სივრცეში კი 10-ის ნაცვლად 15 სტუმარი. უქმდება ასევე მაქსიმალურ სტუმართა დაშვებული რაოდენობის შესახებ ნორმაც.

სოციალურ ღონისძიებებს რაც შეეხება, შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გაამართვა, რაც არის ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე და ა.შ.

1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა აღარ არის ნებადართული.

უქმდება ასევე თერმოსკირინინგის, ჟურნალის და დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ შესაძლებლობა, ბუფეტის მეშვეობით გაუწიონ მომსახურეობა სტუმრებს.

4 მარტიდან დასაშვები ხდება კლუბების ფუნქციონირება და ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეიძლება, სადაც ღონისძიება იმართება.

15 მარტიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციების, ტრენინგების ჩატარება შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე.

ასევე, უწყებათშორისი საბჭოს სხდომები ნაცვლად ერთი კვირისა, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.