დღეიდან, 22 თებერვლიდან კოვისასტუმროებში ინფიცირებულთა შეყვანა
შეჩერდება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული
ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
"1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ.
კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში
ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება", - განაცხადა
ღიბრაძემ.
ქუთაისში ამდროისთვის 6 კოვიდსასტუმრო ფუქნციონირებს.
საკოორდიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდსასტუმროები
2020 წლის ზაფხულში ამოქმედდა.
მასალის გამოყენების პირობები