არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვლობა
საქართველომ" 2021 წელს, პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩვენოდ
დახარჯულ ფინანსებზე ანგარიში
გამოაქყვენა.
ორგანიზაციამ 2021 წლის 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის ჩათვლით
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კამპანიის დაფინანსების
საკითხები შეისწავლა.
"კვლევისთვის შერჩეულ იქნა არჩევნებში მონაწილე ის 13 საარჩევნო
სუბიექტი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ან წლის
განმავლობაში მინიმუმ 100,000 ლარი შესწირეს. როგორც ჯამურად მიღებული
შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების მხრივ (თითოეული 27-28 მლნ
ლარამდე იყო) მმართველი პარტიის ფინანსები ერთად აღებული დანარჩენი 12
პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების
უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, ეს კი საარჩევნო
გარემოს აზიანებს", -
ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო აუდიტისთვის წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების
თანახმად, საანგარიშო პერიოდში არჩევნებში რეგისტრირებულმა 42-მა
სუბიექტმა (პოლიტიკურმა პარტიამ) ჯამურად 27,216,636 ლარის ოდენობის
ხარჯი გასწია.
აღნიშნულმა 13-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა 2 აგვისტოდან 13 ნოემბრის
ჩათვლის სულ 26,927,444 ლარის დახარჯა, რომლის 67% – 17,933,274 ლარი
„ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე” მოდიოდა, 2,991,616
ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,
მესამეზე კი – „ლელო” 2,466,286 ლარით.
პოლიტიკური პარტიების დეკლარირებული საარჩევნო
ხარჯები:
„ქართული ოცნება" - 17,933,274 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 2,991,616 ლარი;
„ლელო“ - 2,466,286 ლარი;
„გახარია - საქართველოსთვის” - 1,169,275 ლარი;
„ევროპული საქართველო - მოძრაობა - 691,723 ლარი;
„გირჩი” - 611,640 ლარი;
„მესამე ძალა” - 288,436 ლარი;
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ - 269,372 ლარი;
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 230,777 ლარი;
„ევროპელი დემოკრატები” - 102,842 ლარი;
„პროგრესი და თავისუფლება” - 74,896 ლარი;
ლეიბორისტული პარტია“ - 71,183 ლარი;
კანონი და სამართალი - 26,124 ლარი;
რაც შეეხება რეკლმისთვის დახარჯულ თანხებს, ანგარიშის მიხედვით,
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო რეკლამაზე
ჯამურად 17,467,553 ლარი დახარჯეს. ამ კუთხით ყველაზე მეტი
თანხა - 12,500,550 ლარი „ქართულმა ოცნება - დემოკრატიული
საქართველომ“ გაიღო, რაც პარტიების ჯამური სარეკლამო ხარჯის 72%-ს
წარმოადგენდა.
"საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო" მთავრობას მოუწოდებს
შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს დეტალურად
შეისწავლის.
"ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული
უფლებამოსილებები არ არის საკმარისი პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო
შემთხვევებზე, მათ შორის შემომწირველებსა და პარტიებს შორის
კორუფციული გარიგებებზე და უკანონო დაფინანსების სქემებზე ადეკვატური
რეაგირებისთვის, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული
სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო
უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების
დაფინანსების საკითხებსაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა;
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად უნდა შეისწავლოს პოლიტიკური
პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული
ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას
დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა;
სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა / საარჩევნო სუბიექტებმა
სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი
აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს
პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და ნაკლებად
არიან გახვეული დაფინანსების კორუფციულ სქემებში", - ნათქვამია
ორგანიზაციის
მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
მასალის გამოყენების პირობები