ახალი ამბები
ომბუდსმენი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას გაასაჯაროებს
FaceBook
სახალხო დამცველი დღეს, 21 თებერვალს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნას გაასაჯაროებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 21 თებერვალს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აღნიშნულ საკითხზე  ბრიფინგს გამართავს.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. ცვლილებებს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 7-მა წევრმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ნაცვლად ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

ამავე ცვლილებებით, საგამოძიებო უწყების ქვემდებარეობას “სისხლის სამართლის კოდექსის“ რამდენიმე მუხლი დაემატა. აღსანიშნავია, რომ ახალი დამატებული მუხლები პროკურატურის მუშაკებსა და საჯარო მოხელეებზე არ გავრცელდება. პროექტის გათვალისწინებით, ახალი ქვემდებარეობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება.

ამასთან, კანონპროექტის გარდამავალი დებულებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების გათავისუფლების ნაწილში დაკორექტირდება. კერძოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლები სამსახურის ბაზაზე შესაქმნელ ორ ახალ უწყებაში დაინიშნებიან. დანარჩენი დეპარტამენტების თანამშრომლები კი, ახალ სამსახურებში საკუთარი ნებისა და არჩევანის შესაბამისად განაწილდებიან. ამისათვის კი მათ წერილობით თანხმობის დაწერა მოეთხოვებათ.

როგორც ცნობილია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა (კარლო) კაციტაძე უხელმძღვანელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.