ქუთაისში, სპორტის ოსტატის, მეორე
მსოფლიო ომის მონაწილისა და ქუთაისის კოლორიტის, ოთარ სულაბერიძის
საფლავი დაარბიეს.
დაზიანებულია საფლავის ქვა, მოპარულია ბიუსტი. დარბეული საფლავი
გარდაცვლილის ახლობლებმა ნახეს.
ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა
მომხდარზე გამოძიება.
"მეობის" სახელით ცნობილი ქუთაისელი
ოსტატი 1975 წელს გარდაიცვალა. იგი ერთ-ერთია იმ სამ ქუთაისელს შორის,
რომლებსაც ქუთაისელებმა ქალაქის ცენტრში ძეგლი დაუდგეს.
ოთარ სულაბერიძე ოღასკურის
სასაფლაოზეა დაკრძალული.
მასალის გამოყენების პირობები