საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში, ბოლო კვირის
განმავლობაში, ვირუსი მასწავლებელთა 4,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 1,5%-ს
დაუდასტურდა.
განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო
სკოლიდან, ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 314 სკოლა
იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 2-ჯერ არის
შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი
რისკის ჯგუფის 132-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში
სასწავლო პროცესი კვლავ შერეული ფორმატით მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის
აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა
73.6%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.
მასალის გამოყენების პირობები