პარლამენტი, 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“
ფორმატში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენს.
პარლამენტის პლენარული სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ხუციშვილი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც
დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
“მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ, მთავრობის წევრების პლენარულ
სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებით
გამოსვლას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები