ახალი ამბები
დაუსრულებელი რეკონსტრუქცია და სასამართლო დავა თეთრ ხიდზე
FaceBook
ქუთაისის  მერია თეთრი ხიდის საფარის შეცვლას აპირებს, თუმცა, ჯერ იმ კომპანიასთან არ დაუსრულებია სასამართლო დავა, ვის გამოც ახლა სარეკონსტრუქციო სამუშაოების განმეორებით ჩატარება უწევს.
კომპანია "ალმა-რუს საქართველოსა" და ქუთაისის მერიას  შორის ხუთი წლის წინ დაწყებული დავა დღემდე გრძელდება.

საქმე ეხება  თეთრი ხიდის რეკონსტრუქციას, რომელიც 2018 წელს დაიწყო.

მერიამ  სამუშაოების  შემსრულებელი კომპანია  დაკისრებული ვალდებულების ხარვეზებით შესრულების  და ვადის პირობების დარღვევის  გამო 185 307 ლარით  დააჯარიმა, ხოლო მას შემდეგ, რაც კომპანიამ ეს თანხა  არ გადაიხადა, მერიამ სასამართლოში უჩივლა.  

"ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო  პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ჯერ არ ჩანიშნულა სხდომა, სიმართლე გითხრათ, მოსამზადებელი სხდომაც არ  ყოფილა", -  ამბობს მერიის იურიდიული  განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე. 

უწყება კომპანიას სახელმწიფო შესყიდვის გზით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება.  კერძოდ,  "ალმა -რუს საქართველომ"  ხიდის სავალ ნაწილზე უხარისხო ლაქ-საღებავი გამოიყენა, ასევე, ხიდზე სანათები არ მოაწყო ისე, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული.  ამის გარდა, სამუშაოები, რომელიც  მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით სამ თვეში უნდა დასრულებულიყო, სინამდვილეში ხუთი თვე გაგრძელდა. თავად კომპანიაში კი,  ამბობდნენ რომ რეაბილიტაცია ხარვეზების გარეშე განახორციელეს. 

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი

ქუთაისის  მერიამ თეთრი ხიდის რეკონსტრუქციაზე სახელმწიფო შესყიდვა (NAT180005534) 2018 წლის აპრილში გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 444 966 ლარს იხდიდა. სამუშაოებით ერთადერთი კომპანია "ალმა-რუს საქართველო" დაინტერესდა, რომელმაც  თავდაპირველად 435 997 ლარი მოითხოვა. ხელშეკრულებაც ამავე თანხაზე გაფორმდა, თუმცა, მალვე, დოკუმენტში ცვლილება შევიდა, სადაც კომპანიამ მერიას იმ თანხაზე მეტი მოსთხოვა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული.

სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვრითული დოკუმენტაციის შესაბამისად, კომპანიის ინიციატივით შესულ რიგით მეოთხე ცვლილების მიხედვით, მერიას  "ალმა-რუს საქართველომ"  464 181 ლარი მოსთხოვა. 

დოკუმენტების მიხედვით, მერიას კომპანიისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულის  68%,  ანუ, ხელშეკრულებით განსაზღვრული  464 181 ლარიდან  315 392 ლარი აქვს გადახდილი. გამოდის, რომ მერიამ ეს თანხა ბიუჯეტიდან ცუდად შესრულებულ სამუშაოებში გადაიხადა. 

2018 წელს, ხიდი გახსნიდან სამ დღეში დაზიანდა, რის გამოც, რამდენჯერმე მოხდა რკინის ფილის და მინის საფარის გამაგრება/გამოცვლა. 


ამავე თემაზე:





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.