ქუთაისის მერია ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის ხელმძღვანელის, რამაზ
მორჩაძის, თითბერიდან ჩამოსხმული ნატურალური ზომის ბარელიეფის
დამზადება-მონტაჟზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს.
Შესყიდვის ღირებულება 3 771 ლარს შეადგენს.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარულ
დღეა.
ბარელიეფი ნიუპორტის ქ. N7 -ში, ანუ სადაც ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი
მდებარეობს, იქ განთავსდება.
რამაზ მორჩაძე 1993 წლიდან 2021 წლამდე ქუთაისის დ. მხეიძის
სახ. ფოტო-კინო მემატიანეს მუზეუმის უცვლელი ხელმძღვანელი იყო. მისი
თაოსნობით ქუთაისში წლების განმავლობაში ეწყობოდა გამოფენები,
რომლებიც ქალაქისა და ქვეყნის ისტორიას ასახავდა. მისივე ინიციატივით
, მოძიებული იყო უამრავი , მანამდე უცნობი ფოტოკადრი, რომელიც დღეს
მუზეუმშია დაცული.
რამაზ მორჩაძე 2021 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები