პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების
პროგრამაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ასეთი ადამიანების უმეტესობა შრომისუნარიანია და მათ
სახელმწიფო სამსახურის პოვნაში დაეხმარება. საუბარია 200 000-მდე
ადამიანზე. პრემიერის თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად
სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის
შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
დასაქმების პროგრამაში ჩართვის
შემთხვევაში, სოციალურად დაუცველები ყოველთვიურ დახმარებას კვლავაც
მიიღებენ და მათ ეს ფინანსური წყარო შეუნარჩუნდებათ.
"პირველ ეტაპზე
მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა
სამინისტროებიც მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას. წელს
შეიძლება 100 ათასზეც გავიდეთ. პროგრამით მოსარგებლეს საშუალება
ექნება, აირჩიოს: ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე
არსებული უნარ-ჩვევებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი
ვაკანსია. პროგრამით მოსარგებლე ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში
საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდება",- განაცხადა
პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,
პროგრამაში ჩართული თითოეულ მოქალაქე სახელმწიფოსგან დამატებით 300
ლარს მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სოციალურად დაუცველთა
დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება.
ქვეყანაში სულ 600 00-მდე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე
პირია.
მასალის გამოყენების პირობები